პროექტი მიზნად ისახავს სომხეთისა (ARM) და საქართველოს (GE) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (HEI) 21-ე საუკუნის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად რბილი უნარების (ე.წ. სოფტ სქილს (SS)) განვითარების ხელშეწყობას, რაც დაეხმარება სტუდენტებს კარიერულ განვითარებასა და დასაქმებაში. ტრადიციულად, ზემოაღნიშნული ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლები ფოკუსირებულია ,,მყარ უნარებზე“(ე.წ. ჰარდ სქილს), რის გამოც რბილი უნარები ნაკლებადაა განვითარებული და არ შეესაბამება მიმდინარე საგანმანათლებლო და სამუშაო ბაზრის ტენდენციებს.
პროექტის ფარგლებში შემუშავებულია რამდენიმე ინიციატივა:
- დაგეგმილია ,,რბილი უნარების“( SS) ათი მოდული, მათ შორის მასიური ღია ონლაინ კურსები (MOOCs), რომელიც იქნება შემუშავებული და ინტეგრირებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში თუნინგ მეთოდოლოგიის გამოყენებით. ეს მიდგომა მიზნად ისახავს განათლება გახდეს სტუდენტზე მეტად ორიენტირებული და შრომის ბაზრის საჭიროებებზე მორგებული.
- პროექტი ემყარება ოთხ ძირითად მოდელს:
- Train-the-Trainer,
- Co-Creation,
- Micro-Credential Framework
- Educational Data Mining.
ეს მოდელები გამიზნულია პროექტის ეფექტიანი განხორციელებისა და განსაზღვრული მიზნების მისაღწევად
პროექტის მოსალოდნელ შედეგებსა და ამბიციურ მიზნებს შორისაა:
- 5 SS მოდულის ინტეგრირება 80 აკადემიურ პროგრამაში,
- 160 კურსის განახლება,
- 480 აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ტრენინგი,
- 500 სტუდენტის ჩართვა MOOC კურსების მეშვეობით;
- 8 SS ლაბორატორიის დაარსება;
- 2 SS სახელმძღვანელოს შექმნა.
პროექტის სპეციფიკური მიზნები მოიცავს ინსტიტუციური პოლიტიკის გადახედვას, აკადემიური პერსონალის სწავლების შესაძლებლობების გაზრდას, ფორმალური და არაფორმალური განათლების SS მოდულების შემუშავებას და თანამედროვე საგანმანათლებლო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანილი მეთოდოლოგიებისა და შეფასებების შემუშავებას.
პროექტი შესაბამისობაშია მდგრადი განვითარების მე-4 მიზანთან (ხარისხიანი განათლება), რომელიც თავის მხრივ მოიაზრებს ინკლუზიური და თანაბარი ხარისხის განათლების უზრუნველყოფასა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობების ყველასთვის ხელმისაწვდომობას. ის ასევე მხარს უჭერს ევროპულ პრიორიტეტებს ციფრული განათლებისა და უნარების გაძლიერებაში.
მთლიანობაში, პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტების აღჭურვას ,,მყარი და რბილი უნარებით“, რომლებიც აუცილებელია დღევანდელი სწრაფად ცვალებადი სამუშაო ბაზრისთვის. პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანია მოხდეს ,,რბილის უნარების“ გამომუშავება და შეძენა ტრადიციულ, აკადემიურ ცოდნასთან ერთად.
პროგრამაში ჩართული ქვეყნები და პარტნიორები:
- საქართველო
- სომხეთი
- გერმანია
- ესპანეთი
- ფინეთი
- ირლანდია
პროგრამაში ჩართული პარტნიორები:
DeSiRe შედგება 15 აკადემიური, პროფესიული და არასამთავრობო პარტნიორისგან რომელთა შორისაა ოთხი ევროპული, ხუთი ქართული და ექვსი სომხური ორგანიზაცია ვანაძორის ჰ.თუმანიანის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (VSU) ერთად, რომელიც წარმოადგენს ამ პროექტის წამყვან პარტნიორს.
პროგრამის პარტნიორებია:
- დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტი (TUD)
- ლაპენრანტა-ლაჰტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (LUT)
- გრანადის უნივერსიტეტი(UGR)
- დუნ ლაოჰაირის ხელოვნების, დიზაინისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტი (IADT)
- ვანაძორის ჰ. თუმანიანის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (VSU)
- ხაჩატურ აბოვიანის სახელობის სომხეთის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი (ASPU)
- სომხეთის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო აკადემია(SAFAA)
- გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი (GSU)
- “არასამთავრობო ორგანიზაციის ცენტრი” სამოქალაქო საზოგადოების განვითარება ორგანიზაცია (NGOC)
- სომხური პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ფონდი(ANQA)
- ივანე ჯავახიშილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (TSU)
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ISU)
- შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (BSU)
- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (SOU)
- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (NCEQE)
- გიუმრის ,,ახალგაზრდული საინიციატივო ცენტრი“ არასამტავრობო ორგანიზაცია (YIC)
- ვანაძორის მუნიციპალიტეტი
- ახალგაზრდა ისტორიკოსთა ასოციაცია (AYH EduArmenia)
- საორსა, საქართველო
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი(EPRC)
- საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია (GSOA)